среда, 24 октября 2012 г.

გაკვეთილის  მთავარი  თემარეაქტიული  მოძრაობა
მოსწავლეთა  პროფილი    IX  კლასი  8   მოსწავლე
გაკვეთილის  მნიშვნელობა1.      მოსწავლეები  შეძლებენ  იმპულსის  მუდმივობის  კანონის  გამოყენებას  რეაქტიული მოძრაობისათვის,  შეძლებენ რაკეტის სიჩქარის განსაზღვრას
2.      მოსწავლეები შეისწავლიან, რომ რეაქტიული მოძრაობა საფუძვლად უდევს რაკეტების ფრენას, რომ რაკეტების საშუალებით ხდება კოსმოსური ხომალდების გაშვება
   გაკვეთილის მიზნები და შედეგები1.მოსწავლეები შეისწავლიან იმპულსის მუდმივობის კანონის პრაქტიკულ გამოყენებას.
2.დაკვირვების, აღწერის, შ ედარების,ანალიზისუნარ-ჩვევ ების გამომუშავება.
3.მოსწავლეები შეძლებენ იმპულსის მუდმივობის კანონის გამოყენებით რაკკეტის სიჩქარის გამოსათვლელი ფორმულის დადგენას.
წინასწარი ცოდნა1.მოსწავლეები მოიგონებენ , თუ რა არის სხეულის იმპულსი, ჩამოაყალიბებენ  იმპულსის მუდმივობის კანონს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები1.სახელმძღვანელო.
2.რაკეტის მოდელი.
3.რვეულები.
გაკვეთილის მსვლელობაგაკვეთილს დავიწყებ საშინაო ცდის ანალიზით
კითხვა-რა ემართება ბუშტს ჰაერის გამოსვლასთან ერთად? რატომ?
-რა სახის მოძრაობას მიეკუთვნება ბუშტის მოძრაობა?
_რგორ ფიქრობთ, სვადასხვა ცდაში ბუშტს რომ მივაკრათ განსხვავებული მასის პლასტილინის ნაჭრები, ბუშტის მასის გადიდება რა გავლენას მოახდენს ბუშტის ასვლის სიმაღლეზე ?
მოსწავლეებს შევთავაზებ დაასახელონ რეაქტიული მოძრაობის მაგალითები.
ჩავატარებ ცდას რაკეტის მოდელია გაშვებაზე
შემდეგ გამოთვლიან რაკეტის სიჩქარეს.






შეფასება
კითხვა_როგორ ხდება რაკეტის დამუხრუჭება და მისი მოძრაობის მიმართულებია შეცვლა?
კოსმოსური ხომალდის მაგალითზე კარგად ჩანს როგორ მუშაობს
ნიუტონის კანონები.
შემოწმდება მოსწავლეთა ჩანაწერები. დაკვირვებით შევამოწმებ თუ როგორ პასუხობდნენ მოსწავლეები დასმულ შეკითხვებს. შეფასებისას გავითვალისწინებ მოსწავლეთა დამოუკიდებელ აზროვნებას.
საშინაო დავალებაისწავლონ პარაგრაფი რეაქტიული მოძრაობა.მოიპოვონ ინფორმაცია დხთ-ის შესახებ.რომელ ქვეყანაში და როდის გაუშვეს პირველი ხელოვნური თანამგზავრი, ვისი ხელმძღვანელობით.

Комментариев нет:

Отправить комментарий